---
title: "მუხლი 89. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/89"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "89"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 89 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/89

1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ პირობებს, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაარეგისტრიროს.

2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანო საქონლის მიმართ იყენებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/90.md
