---
title: "მუხლი 92. იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/92"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/92

1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი შეიძლება გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისთვის განსაზღვრული იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ ეს სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა იმპორტის გადასახადის ოდენობის შეუსაბამო, დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისადმი ან/და შეზღუდვებისადმი ან აქციზით დაბეგვრისადმი დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/93.md
