---
title: "მუხლი 95. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/95"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "95"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 95 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/95

1. საბაჟო ორგანომ იმ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელსაც აქვს ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის, მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარკვეული საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო კონტროლის ცალკეული ღონისძიებების საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელების უფლება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების უფლების მიცემის პირობები, განსახორციელებელი საბაჟო პროცედურა ან/და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
თავი XIV. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება და საქონლის გაშვება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/96.md
