---
title: "მუხლი 96. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/96"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "96"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 96 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/96

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით:
ა) შეისწავლოს ეს დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები;
ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;
გ) დაათვალიეროს საქონელი;
დ) აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში მისი ანალიზისთვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.

2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/97.md
