---
title: "მუხლი 12. ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, განვითარებისა და სოციალური დაცვის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/12"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "12"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, განვითარებისა და სოციალური დაცვის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/12

1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მხარდაჭერით მისი და მასზე მზრუნველი პირების ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის შესაბამისად.

3. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, მიიღოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
#

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/13.md
