---
title: "მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/14"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "14"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/14

1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
#
#
#
2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.

3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/15.md
