---
title: "მუხლი 16. ბავშვის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/16"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "16"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბავშვის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/16

1. ბავშვს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
#
#
#
#
2. მშობელს უფლება აქვს, ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებების მიხედვით აღზარდოს. ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მიმართულების მიცემისას აუცილებელია, უპირატესად გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვის მოსაზრებები მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/17.md
