---
title: "მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/18"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "18"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/18

1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს.
#
#
2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.

4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/19.md
