---
title: "მუხლი 19. ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/19"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "19"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/19

1. ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
#
2.
ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ბავშვს უფლება აქვს, მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება.

4. ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
#
#

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/20.md
