---
title: "მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/2"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "2"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/2

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, ამასთანავე, განამტკიცებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, მის დამატებით ოქმებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის, მათ მიხედვით განმარტებისა და აღსრულების ვალდებულებას.

3. ეს კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/3.md
