---
title: "მუხლი 21. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/21"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "21"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/21

1. ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.

2. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის უფლების ყველა სფეროში სრულფასოვნად რეალიზებისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/22.md
