---
title: "მუხლი 23. ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/23"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "23"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/23

1. ბავშვის უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთობლივად, ბავშვის სრულფასოვანი, ჰარმონიული განვითარების ჭრილში უნდა იქნეს განხილული.

2. ბავშვის ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარება, დაცვა და უზრუნველყოფა გარანტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის მონაწილეობის, მისი სიცოცხლისა და განვითარების უფლებების რეალიზებისა და ბავშვთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე.

3. ამ თავით გათვალისწინებული ბავშვის უფლებები ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შეზღუდვებს.
წიგნი II
ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა
თავი III
ბავშვის უფლება ოჯახზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/24.md
