---
title: "მუხლი 27. ბავშვის მხარდაჭერა მისი მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/27"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "27"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ბავშვის მხარდაჭერა მისი მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/27

1. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმებისა და ყველა სხვა უფლების დაცვის გარანტიების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პრევენციის მიზნით განხორციელებული პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამაში ოჯახი ჩართული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვისთვის განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, რათა ხელი შეეწყოს ბავშვის სრულყოფილ ინდივიდუალურ განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას.

4. ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/28.md
