---
title: "მუხლი 33. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/33"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "33"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/33

1. უფლებამოსილი ორგანო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულ ბავშვს უნიშნავს პირს, რომელიც იღებს ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას მისი სრულყოფილი მონაწილეობით, მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

2. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნულ პირს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გავლილი უნდა ჰქონდეს სავალდებულო სწავლება.

3. უფლებამოსილი ორგანო ანგარიშვალდებულია ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნული პირის საქმიანობისთვის და, შესაბამისად, მას სათანადო პროფესიულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას უწევს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/34.md
