---
title: "მუხლი 36. ბავშვის განათლების მიზნები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/36"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "36"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ბავშვის განათლების მიზნები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/36

1. ბავშვის განათლება ფორმალური განათლების სისტემაში, აგრეთვე მისი არაფორმალური განათლება უნდა ემსახურებოდეს შემდეგ ძირითად მიზნებს:
ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვან განვითარებას;
ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარის განვითარებას;
გ) ბავშვში სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების და განსხვავებული კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას;
დ) ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და მის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, თანასწორობის, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და სხვა ნიშნებით განსხვავებულ ადამიანებს, ჯგუფებსა და ხალხებს შორის მეგობრობის სულისკვეთებით;
ე) ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.

2. ეს მუხლი არ კრძალავს ბავშვის მიერ განათლების იმ მიზნებით მიღებას, რომლებიც ამ მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ აღნიშნული არ არის, შესაძლებელია განპირობებული იყოს ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებით, სოციალურ-კულტურული ან სხვა ფაქტორებით და არ ეწინააღმდეგება ამ მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/37.md
