---
title: "მუხლი 38. განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/38"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "38"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/38

1. ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის აღმოფხვრას.

2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა დაინერგოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.

4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს − კოორდინატორს.

6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/39.md
