---
title: "მუხლი 42. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/42"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "42"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 42 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/42

1. ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საგანმანათლებლო, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის, ფიზიკური აღზრდის ღონისძიებების განხორციელებით, სათანადო ინფრასტრუქტურისა და ჯანსაღი საკვების უზრუნველყოფით, საინფორმაციო-საკონსულტაციო და რეფერირების სერვისების დანერგვით.

2. ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური აღზრდის, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის, მათ შორის, მომზადებისა და რისკების შემცირების, მექანიზმების დანერგვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/43.md
