---
title: "მუხლი 45. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების სტანდარტებთან შესაბამისობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/45"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "45"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების სტანდარტებთან შესაბამისობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/45

ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერი სერვისის მიმწოდებელი ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება და ორგანიზაცია ვალდებულია თავისი საქმიანობა, განსაკუთრებით − უსაფრთხოების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხარისხის, პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციისა და ეთიკის და მონიტორინგის მექანიზმების კუთხით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
თავი VII
ბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო
პირობებსა და განვითარებაზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/46.md
