---
title: "მუხლი 48. ბავშვის სოციალური განვითარების მხარდაჭერა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/48"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "48"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ბავშვის სოციალური განვითარების მხარდაჭერა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/48

1. ბავშვის სოციალური განვითარების მხარდასაჭერად შემუშავებული შესაბამისი პროგრამა უნდა მოიცავდეს ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს, ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს და ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობის ღონისძიებებს.

2. ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად რეალიზების უნარისა და სხვათა უფლებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/49.md
