---
title: "მუხლი 52. ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/52"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "52"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 52 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/52

1. ბავშვის სოციალური აქტივობის მხარდასაჭერად იქმნება ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები.

2. ბავშვის მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას, რაც არ უნდა აფერხებდეს მისი სხვა უფლებების, განსაკუთრებით − განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფლებების, სრულფასოვან რეალიზებას.

3. ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე ბავშვის წახალისებას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
თავი VIII
ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/53.md
