---
title: "მუხლი 54. შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/54"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "54"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/54

1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის.
#
#
#
#
2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის:
ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას;
ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას;
გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს;
დ) ადგენს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყებას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/55.md
