---
title: "მუხლი 56. ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/56"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "56"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/56

1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან.
#
#
#
#
#
2. აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში.

3. აკრძალულია პროსტიტუციასა და სხვა სექსუალურ მოქმედებაში ბავშვის ჩაბმა.

4. აკრძალულია პორნოგრაფიულ საქმიანობაში, პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადებაში, რეკლამირებაში, გავრცელებაში, გადაცემაში, მიღებაში, ექსპორტსა და იმპორტში, ამ მასალებით ვაჭრობაში ბავშვის ჩაბმა.

5. სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დასაცავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/57.md
