---
title: "მუხლი 59. შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/59"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "59"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისგან ბავშვის დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/59

1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისგან.
#
2. სახელმწიფო ახორციელებს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისგან ბავშვის დასაცავად საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას.

3. სახელმწიფო იღებს ყველა ზომას შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმული ან მონაწილე ბავშვის გათავისუფლების, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/60.md
