---
title: "მუხლი 65. ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/65"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "65"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 65 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/65

1. ბავშვი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) არ დაიშვება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საცეკვაო ღონისძიებას კულტურული შინაარსი აქვს და იგი საგანმანათლებლო დაწესებულებასთანაა შეთანხმებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.

4. ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/66.md
