---
title: "მუხლი 68. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის გარანტიები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/68"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "68"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის გარანტიები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 68 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/68

1. სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ბავშვის აღზრდისთვის შესაფერისი კულტურული გარემოს შექმნისა და ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ.

2. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ტელე- და რადიომაუწყებლების მიერ გონივრული პერიოდულობით ისეთი გადაცემების მომზადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

3. ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან, აზარტული თამაშობისგან, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის, აგრეთვე საჯარო სივრცესა და მედიასივრცეში ბავშვის დაცვის საკითხები წესრიგდება ამ კოდექსითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
თავი X
ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/69.md
