---
title: "მუხლი 71. ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/71"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "71"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 71 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/71

1. დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია).

2. დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ბავშვის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიმართ ან მის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან ღარიბი ოჯახის სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

3. ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას და განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მართლმსაჯულებისა და სხვა სფეროებში ადგენს ერთიან სტანდარტებს ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/72.md
