---
title: "მუხლი 72. მულტიდისციპლინური მიდგომა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/72"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "72"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. მულტიდისციპლინური მიდგომა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 72 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/72

1. ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლო პროცესი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით.

2. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო მულტიდისციპლინურ მიდგომას ახორციელებენ ბავშვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების სპეციალისტებს, მოწვეულ ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს შორის ფორმალური თანამშრომლობის პროცედურით.

3. დანაშაულის შედეგად დაზარალებული, დანაშაულის მოწმე და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების მიმართ მულტიდისციპლინური მიდგომა ხორციელდება ერთ სივრცეში, სოციალური მუშაკების, სასამართლო ექსპერტების, სამედიცინო ექსპერტების, ფსიქოლოგების, პედიატრების, პოლიციელების, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი მონაწილეობით, ამ ბავშვთა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/73.md
