---
title: "მუხლი 75. ბავშვის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ძირითადი საპროცესო გარანტიები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/75"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "75"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. ბავშვის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ძირითადი საპროცესო გარანტიები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/75

1. ბავშვს უფლება აქვს, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრების მიზნით.

2. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს.

3. სარჩელის აღძვრამდე ან მისი აღძვრის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსარჩელისთვის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.

4. სრულწლოვანი პირის მიერ ბავშვის მიმართ ჩადენილი არცერთი ფორმის ძალადობის საქმე არ ექვემდებარება სასამართლო მედიაციას და მორიგებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/76.md
