---
title: "მუხლი 76. ბავშვის საქმის პრიორიტეტული განხილვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/76"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "76"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. ბავშვის საქმის პრიორიტეტული განხილვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/76

1. ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ ბავშვთან დაკავშირებული შუამდგომლობის, საჩივრისა და სარჩელის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ.

2. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.

3. კანონით დადგენილია ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების პრიორიტეტული აღსრულების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ამას ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/77.md
