---
title: "მუხლი 79. ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/79"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "79"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/79

1. ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ბავშვისთვის იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას ტელეფონით, ადაპტირებული ინტერნეტგვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მიმართვის ფორმებისა და ყველა სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/80.md
