---
title: "მუხლი 80. ბავშვის უფლება მის წარმომადგენლობაზე — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/80"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "80"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. ბავშვის უფლება მის წარმომადგენლობაზე — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 80 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/80

1. ბავშვს უფლება აქვს, ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ან მის მიერ არჩეული სხვა საპროცესო წარმომადგენელი.

2. ბავშვის მიერ წარმომადგენლის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ შემთხვევას, როდესაც ბავშვის მშობელი, ოჯახის სხვა წევრი ან ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირი სავარაუდო მოძალადეა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/81.md
