---
title: "მუხლი 82. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/82"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "82"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/82

1. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპის დაცვით სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, კანონის მიღების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს.

2. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებამდე ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე ამ გადაწყვეტილების ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების წინასწარ შეფასებას და გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მონიტორინგის რეგულარულად განხორციელებას.

3. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დასანერგად განახორციელოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღების ან/და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების დროს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ კანონის ან კანონქვემდებარე აქტის პროექტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული სამართლებრივი აქტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/83.md
