---
title: "მუხლი 86. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელშეწყობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/86"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "86"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელშეწყობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 86 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/86

1. სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყონ და ამ ორგანიზაციამ ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა უნდა განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

2. ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს დამოუკიდებლად ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით.

3. ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ამ კოდექსით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს; ამასთანავე, მათი დაცვა და პატივისცემა გამოხატული უნდა იყოს საჯაროდ, მათ შორის, ამ ორგანიზაციის წესდებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/87.md
