---
title: "მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/88"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "88"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/88

1. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
თავი XII
უფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და
მხარდაჭერის სფეროებში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/89.md
