---
title: "მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/89"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "89"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 89 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/89

1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით.

3. (ამოღებულია - 13.05.2025, №542).
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №542 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/90.md
