---
title: "მუხლი 91. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/91"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "91"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 91 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/91

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების პროცესებში.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებს, ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის დანაშაულის პრევენციის, ბავშვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და სხვა ღონისძიებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/92.md
