---
title: "მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/93"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "93"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/93

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით − ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №90 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/94.md
