---
title: "მუხლი 94. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/94"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "94"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/94

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვის მონაწილეობის, მისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ბავშვის გარემოსდაცვითი განათლების დონისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/95.md
