---
title: "მუხლი 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/99"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "99"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/99

1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს:
ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება;
ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება.

2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება;
ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი;
ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა.

2¹. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.

3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები;
ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები;
გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები;
დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები;
ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები;
ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები;
ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა.

4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები;
ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები;
გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები;
დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები;
ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები.

5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება.

6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა.

7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.

8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
თავი XIV
დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/100.md
