---
title: "მუხლი 11. - გადაცემის გზები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/11"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "11"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. - გადაცემის გზები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 11 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/11

1. ინფორმაცია უნდა გაიცვალოს: ა)  ან მეკავშირე პროკურორს, ან თუ მეკავშირე პროკურორი არ არის დანიშნული ან არ არის სხვამხრივ ხელმისაწვდომი, ევროჯასტთან საკონტაქტო პირსა და რელევანტურ ეროვნულ წევრებს ან კოლეჯს შორის; ან ბ) თუ ევროჯასტმა დანიშნა მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში, ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატსა და საქართველოს რომელიმე კომპეტენტურ ორგანოს შორის.

2. მეკავშირე პროკურორი ან/და ევროჯასტთან საკონტაქტო პირი უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლებრივი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საქმის გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე არის სათანადო წესით ჩართული.

3. მხარეები არ არიან შეზღუდული, კონკრეტულ შემთხვევებში შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის სხვა საშუალებებზე.

4. ორივე მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ მათი შესაბამისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილნი, გაცვალონ ინფორმაცია შესაბამის დონეზე და არიან სათანადოდ შემოწმებულები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/12.md
