---
title: "მუხლი 13. - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/13"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "13"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 13 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/13

1. პერსონალური მონაცემი, რომელიც შეიცავს რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ მოსაზრებებს ან რელიგიურ ან სხვა მრწამს, სავაჭრო კავშირების წევრობის თაობაზე ინფორმაციას ან შეეხება ჯანმრთელობას და სექსუალურ ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გადაცემული თუ ეს არის უკიდურესად აუცილებელი ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.

2. მხარეებმა უნდა მიიღონ დაცვის შესაბამისი ზომები, კონკრეტულად შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ უპასუხონ ამ კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა განსაკუთრებულ მგრძნობელობას, როგორც ეს ნახსენებია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/14.md
