---
title: "მუხლი 14. - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/14"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "14"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 14 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/14

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც მხარეებმა გაცვალეს ამ შეთანხმების საფუძველზე. წვდომა ხორციელდება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა. მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემთა სუბიექტს მისი გადაწყვეტილება მიეწოდოს დროულად. პირს უარი უნდა ეთქვას პერსონალური მონაცემის მიწოდებაზე თუ მიწოდება საფრთხეს შეუქმნის: ა) დამუშავების მიზანს; ბ) გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და სისხლისსამართლებრივ წარმოებას, რომელიც   ხორციელდება საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ან წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეხმარება ევროჯასტი; ან გ) მესამე მხარის უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. მხარემ, რომელსაც გადაეცა მოთხოვნა უნდა მისცეს მეორე მხარეს შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება წვდომაზე უარის თქმის ერთ-ერთი რომელიმე გარემოების შესაძლო არსებობაზე, როგორც ეს ასახულია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.

3. ეს მუხლი არ ზღუდავს პირის რომელიმე უფლებას, რაც მას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციის გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ინფორმაციის ამ მხარისგან გაცემის მოთხოვნასთან ან სხვა შესაბამისი სახის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/15.md
