---
title: "მუხლი 17. - მონაცემთა უსაფრთხოება — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/17"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "17"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. - მონაცემთა უსაფრთხოება — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 17 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/17

მხარეები უზრუნველყოფენ საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემების დასაცავად, მათი შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შემთხვევითი დაკარგვის ან უნებართვო გამჟღავნების, შეცვლის, წვდომის ან ნებისმიერი ფორმით არაუფლებამოსილი დამუშავებისგან დასაცავად. კერძოდ, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მხოლოდ მათ ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ვისაც ასეთი ნებართვა გააჩნია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/18.md
