---
title: "მუხლი 19. - პასუხისმგებლობა — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/19"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "19"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. - პასუხისმგებლობა — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 19 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/19

1. საქართველო საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ იმ ზიანზე, რომელიც მიადგა პირს ევროჯასტთან გაზიარებული მონაცემების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შეცდომის გამო. საქართველომ არ უნდა განაცხადოს, რომ ევროჯასტმა გადასცა არასწორი ინფორმაცია დაზარალებული მხარის წინაშე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ევროჯასტის გადაწყვეტილების 24-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, თუ ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს, ან მესამე  ორგანოს მიერ მონაცემების შეცდომით გაზიარებას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა, ევროჯასტი იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, აანაზღაუროს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადახდილი კომპენსაცია,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემები გამოყენებული იყო ამ ხელშეკრულების დარღვევით. ამ პუნქტის დებულებები გამოიყენება მაშინაც, როდესაც ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე     ორგანოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი ვალდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ან სხვა  მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს აუნაზღაუროს დაზარალებული მხარისთვის გადახდილი კომპენსაცია, და ზიანი დადგა საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმებით     გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს ევროჯასტს ის თანხა, რაც მან გადაუხადა წევრ სახელმწიფოს ან სხვა მესამე სახელმწიფოს ან მესამე ორგანოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით.

4. მხარეებმა არ უნდა მოსთხოვონ ერთმანეთს კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანისათვის, იმ ფარგლებში, თუ კომპენსაცია ზიანისთვის აღსრულდა როგორც სადამსჯელო, გაიზარდა ან არ წარმოადგენს საკომპენსაციო ზიანს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/20.md
