---
title: "მუხლი 20. - რეგულარული კონსულტაციები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/20"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "20"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. - რეგულარული კონსულტაციები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 20 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/20

1. მხარეებმა, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რეგულარულად უნდა გაცვალონ მოსაზრებები მონაცემთა დაცვასთან და მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაზე და შემდგომ განვითარებაზე.

2. ამ მიზნით, ევროჯასტის მონაცემთა დაცვის ოფიცერი და საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანო, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ერთმანეთს წარუდგენს ანგარიშს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვის დებულებების იმპლემენტაციის მდგომარეობის შესახებ.

3. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის კონსულტაციების პროცესში მხარეების მიერ იდენტიფიცირებული საკითხები წარედგინება შესაბამის საზედამხედველო მექანიზმებს და ევროჯასტის ერთობლივ საზედამხედველო ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/21.md
