---
title: "მუხლი 25. - ცვლილებები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/25"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "25"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. - ცვლილებები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 25 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/25

1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი, წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასეთი ცვლილება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მხარეები წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებებისა და შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. მხარეებმა რომელიმე მხარის მოთხოვნისთანავე უნდა წამოიწყონ კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

3. ცვლილებები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალაში შევა ისეთივე პროცედურით, როგორიც დადგენილია ამ შეთანხმებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/26.md
