---
title: "მუხლი 3. - თანამშრომლობის ფარგლები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/3"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "3"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. - თანამშრომლობის ფარგლები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 3 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/3

1. საქართველო და ევროჯასტი  ითანამშრომლებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 მუხლში, მე-7 მუხლსა და 27b მუხლში და მხედველობაში მიიღებენ უფლებამოსილებას, რომელიც მინიჭებული აქვთ ეროვნულ წევრებს ევროჯასტის გადაწყვეტილების 9a-9f მუხლების საფუძველზე, ევროჯასტის კომპეტენციის ფარგლებში ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-4 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება ევროჯასტის მანდატი, რომლითაც გაფართოვდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის არეალი ან/და კომპეტენცია, ევროჯასტი, იმ თარიღიდან როცა ევროჯასტის შეცვლილი მანდატი შევა ძალაში, გაუგზავნის საქართველოს წერილობით შეთავაზებას, რათა გააფართოვოს შეთანხმების გავრცელების ფარგლები ახალი მანდატის გათვალისწინებით. შეთანხმება ახალ მანდატთან დაკავშირებით გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა ევროჯასტი მიიღებს საქართველოსგან წინადადებაზე წერილობით თანხმობას, მისი შიდა პროცედურების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/4.md
