---
title: "მუხლი 7. - ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატი — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/7"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "7"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. - ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატი — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 7 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/7

საქართველოსთან სამართლებრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, იმ საქმეებზე, რომელზეც ევროჯასტი უწევს დახმარებას და ევროჯასტის გადაწყვეტილების 27a მუხლის 1-ლი პუნქტის დებულების შესაბამისად, მხარეებმა შეიძლება გადაწყვიტონ ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის დანიშვნა საქართველოში. თუმცა, ევროჯასტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოიწყებს მოლაპარაკებას ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის საქართველოში დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ის ასეთ დანიშვნაზე მიიღებს თანხმობას ევროკავშირის საბჭოსგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/8.md
