---
title: "მუხლი 9. - სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
url: "https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/9"
law: "საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება"
article: "9"
identifier: "matsne 4634312"
adopted: "2019-03-29"
consolidated_as_of: "2019-08-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. - სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები — საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

> Text consolidated as of 2019-08-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მუხლი 9 (consolidated as of 2019-08-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/9

1. მეკავშირე პროკურორს, მის დამხმარეს და საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირს, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო და სტრატეგიულ შეხვედრებში ევროჯასტის პრეზიდენტის მოწვევითა და ეროვნული წევრების თანხმობით.

2. ეროვნულ წევრებს, მათ მოადგილეებს და დამხმარეებს, ადმინისტრაციის დირექტორს, ევროჯასტის  პერსონალს შეუძლიათ, დაესწრონ შეხვედრებს, რომლებიც ორგანიზებულია  მეკავშირე პროკურორის ან საქართველოს სხვა კომპეტენტური ორგანოს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირის მიერ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4634312-sakartvelosa-da-evrojasts-shoris-tanamshromlobis-shesakheb-shetankhmeb/10.md
