---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/1"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "1"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/1

1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციაზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI
1
თავით განსაზღვრულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/2.md
